20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

აზიის განვითარების ბანკის სესხის ათვისების თარიღმა გადაიწია — მიზეზი ფოთის ხიდის რეაბილიტაციაა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 2 აპრილს გაფორმდა და ის სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას შეეხება.

აღნიშნული პროექტის დაფინანსებით განხორციელდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის ფოთის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნული ვადის გადაწევა გახდა საჭირო“, – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ცვლილება ითვალისწინებს სესხის დახურვის თარიღის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის მუშაობის წესი იცვლება – რეგლამენტის ახალი პროექტი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში მანქანა მდინარეში გადავარდა – დაღუპულია მძღოლი