აზი ჯანეზაშვილთან დაკავშირებით საუბარს აღარ ვაპირებ, ეს საუბარი დავასრულე

აზი ჯანეზაშვილთან დაკავშირებით საუბარს აღარ ვაპირებ, ეს საუბარი დავასრულე, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ამ ამბავთან დაკავშირებით საერთოდ არც ერთი წინადადების თქმას არ ვაპირებ, მარტივი მიზეზის გამო – ამ ძალიან დაბალი დონის განხილვებში და საუბრებში უბრალოდ, არ შევალ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – დრო გამოაჩენს ყველაფერს. ცოტა დრო გავა და ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება. მე დაველოდები, არ მაქვს პრობლემა და თქვენც შეგიძლიათ, დაელოდოთ. ეს თემა აბსოლუტურად არ მაინტერესებს და უბრალოდ, ჩემ თავს არ ვაკადრებ იმას, სადაც მიბიძგებენ, რომ წავიდე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უხდებოდა თუ არა მას ნაზი ჯანეზაშვილთან დარეკვა და კონსულტაციების გაწევა, რადგან ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში მისი კანდიდატურა იყო და შესაბამისად, რაღაც პასუხისმგებლობა მის ქცევაზეც ჰქონდა აღებული პოლიტიკურ გუნდთან, რადგან ის პარტიის ხელმძღვანელობაშიც მონაწილეობდა, როგორც საერთაშორისო მდივანი.

banner
წინა სტატიაშიმერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ბევრი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ტურისტების წყარო იყო, არის რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში, თითოეული ტურისტი იქიდან მოდის რისკით, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ