აზერბაიჯანული სასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას იწყებს – ჟურნალისტს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

აზერბაიჯანული სასამართლო დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას იწყებს.

ქალაქ ბელაქანში პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი დღეს არის ჩანიშნული. მუხთარლის ქართველი ადვოკატი წაყენებულ ბრალს უსაფუძვლოს უწოდებს და სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს.

ჟურნალისტს პროკურატურა სამი მუხლით ედავება. საზღვრის უკანონო კვეთა, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა.

მუხრთარლის აზერბაიჯანული კანონმდებლობით 10-წლიანი სასჯელი ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაარც ერთ იმ საქმეზე, სადაც სტრასბურგმა დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, ნათქვამი არ არის, რომ პირები იყვნენ პოლიტპატიმრები- ლომჯარია