აზერბაიჯანული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას კიდნეპინგში ადანაშაულებს

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და მედია აზერბაიჯანში 2 დღეა კრიტიკის ქარჩეცხლში ატარებს საქართველოს ხელისუფლებას და აფგან მუხტარლისთან დაკავშირებული ყველა საკითხის საერთაშორისო სტრუქტურებში გატანით იმუქრება.
,,საქართველო, რომლის ხელისუფლებაც ამტკიცებს, რომ ევროპული ფასეულობების მატარებელია და უვიზო მიმოსვლა აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან… და თან ამ მხრივ რეგიონში ლიდერად მოაქვს თავი, თბილისში შეფარებული დევნილი ჟურნალისტის გატაცებაში და მისი აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის გადაცემა უშუალოდ მონაწილეობდა. ამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები გუშინ ურცხვად გამოდიოდნენ და მედიით ერთმანეთის საპირსპირო განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა მათმა გამნცხადებებმა ერთ მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი.
-როგორ გაიარა საქართველოს საზღვარი გატაცებულმა ადამიანმა, რომელსაც ჯიბეში პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ედო?
საუბარია არა უძრავ ნივთზე, ჩანთაზე და ან სხვა რამეზე.არამედ ცოცხალ ადამიანზე, რომელიც გატაცებული კონტრაბანდულად გადაიყვანეს საზღვარზე. იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო ვალდებულება აქვს აღებული, რომ ადამიანის უფლებებს დაიცავს და ამ თვალსაზრისით რეგიონში ლიდერად მოაქვს თავი, არამხოლოდ გულგრილად მოიქცა ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცების მიმართ, არამედ თვითონ იყო უშუალო მონაწილე კიდნეიპინგის პროცესისა,, აცხადებს აზერბაიჯანული ოპოზიციის ლიდერი ჯამილ ჰასანლი.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა
შემდეგი სტატიატერაქტი ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში-დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი