აზერბაიჯანული ოპოზიცია: დიქტატორი დიქტატორს ეხმარებ

აზერბაიჯანული ოპოზიცია აცხადებს, რომ ,,დიქტატორი ილჰამ ალიევი, თავისი ქმედებით, მტრულად განწყობილი ქვეყნის, სომხეთის დიქტატორ მმართველს, სერჟ სარგსიანს ეხმარება,,
აზერბაიჯანული ოპოზიციის აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე სიტუაციის გამწვავება, რომელიც ერევანში დაწყებული საპროტესტო აქციების პარალელურად შეინიშნება, ერთადერთი საშუალებაა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერის – სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გადასარჩენად, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება და მისი მეთაურიც ხელს უწყობენ.
ოპოზიციურ აზერბაიჯანულ არხებზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ერევნის საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, ფრონტის ხაზზე სიტუაცია არ გამწვავდეს.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე კინოთეატრი პირველად გაიხსნა (ფოტო)
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტმა რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენებაზე იმსჯელა