აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ყარაბაღის რეგიონში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.

banner
წინა სტატიაშირამზან კადიროვმა მისი შვილის მიერ ნიკიტა ჟურაველის ცემის კადრები გამოაქვეყნა (video)
შემდეგი სტატიაბერბოკი – ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, გერმანია უკრაინის მხარდაჭერისგან შინაგან დაღლილობას არ გრძნობს