აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების წარმომადგენლები ევლახისკენ მიემართებიან, სადაც მათთან შეხვედრა გაიმართება

ყარაბაღის სომხური უმცირესობების წარმომადგენლები, რუსი მშვიდობისმყოფელების თანხლებით, ევლახისკენ მიემართებიან, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დელეგაციამ უკვე გაიარა აღდამის რაიონი და მიემართება ქალაქ ევლახისკენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებით, დღეს ევლახში ყარაბაღის სომეხი მაცხოვრებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანის კონსტიტუციის საფუძველზე რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამით რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, დაშავებულია შვიდი ადამიანი
შემდეგი სტატიამთავრობამ კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტების დავალიანების დაფარვა მოსთხოვა – FreeUni განცხადებას ავრცელებს