აზერბაიჯანული არმიის თურქული დრონები სომხეთის არმიის საბრძოლო ტექნიკის განადგურებიდან პირდაპირ ცოცხალ ძალაზე და სომეხ მებრძოლების განადგურებაზე გადავიდნენ

აზერბაიჯანულმა წყაროებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანული არმიის თურქული დრონები, სომხეთის არმიის საბრძოლო ტექნიკის განადგურებიდან პირდაპირ ცოცხალ ძალაზე და სომეხ მებრძოლების განადგურებაზე გადავიდნენ.
სანგარში, ბლინდაჟებში თუ ხიდის ქვეშ თავშეფარებულ სომეხ მეომრებს, დრონებიდან პირდაპირ ფეხებთან უგდებენ ბომბებს.
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, მათ ქალაქ ფიზულიზე და მის რაიონში მდებარე ათეულობით სოფელზე კონტროლი დაამყარეს.
პასუხად სომხეთის არმიამ სარაკეტო დარტყმებით თითქმის მთლიანად დაანგრია ქალაქ განჯას ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი. არის მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

 

https://youtu.be/CayfUVF1SHg

 

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სატელეფონო საუბრისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღსრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს დაეთმო.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებებში აცხადებენ, რომ 18 ოქტომბრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი დროებით შეწყდება.

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ განცხადებებში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში.

განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდებების გათვალისწინებით ხდება.

ავტორი: კახაბერ ადამია

 

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური