აზერბაიჯანში სომხეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციით იმუქრებიან

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია ბოლო დღეების მანძილზე იმდენად დაიძაბა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განადგურების საპასუხოდ ერევანი ბაქოს თავდაცვის მინისტრის ვერტმფრენის ჩამოგდებით დაემუქრა, რაზეც ოფიციალურმა ბაქომ ერევანი ტერორიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას საკუთარი ცა იმდენად აქვს დაცული, არანაირი მუქარის არ ეშინია. ამასთანავე, ბაქოში არაოფიციალური, თუმცა სამხედრო სტრუქტურებთან საკმაოდ დაახლოებული პირის მხრიდან უფრო საშიში მუქარა გაისმა სომხეთის მიმართ.
,,აზერბაიჯანის არმია არ უნდა დაკმაყოფილდეს სომხეთის სარაკეტო კომპლექს «ОСА»-ს განადგურებით. მე გთავაზობთ და მოვითხოვ კიდევაც, რომ სომხეთის დამნაშავე პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად გავანადგუროდ მაშინათვე, როგორც კი ის ყარაბახში ხანკენდის აეროპორტში დაფრინდება… ან ვიფიზული-ხოჯავენდისკენ გაემგზავრება,, აცხადებს აზერბაიჯანში ცნობილი სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი უზეირ ჯაფაროვი

banner
წინა სტატიაშიშსს 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(video) სკანდალური სქემა – როგორ აჩუქა სახელმწიფომ მილიონი ფარცხალაძეს