აზერბაიჯანში სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, ფარიდ მეჰრალიზადეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 6,5-დან ცხრა წლამდე პატიმრობა მიესაჯათ Abzas Media-ს ექვს ჟურნალისტს

აზერბაიჯანში სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტსა და ეკონომისტს, ფარიდ მეჰრალიზადეს ცხრაწლიანი პატიმორბა მიუსაჯა. მასთან ერთად ბაქოს სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო Abzas Media-ს ექვსი ჟურნალისტი. მათ 6,5-დან ცხრა წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს.

ყველა მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს.

ჟურნალისტები დამნაშავედ ცნეს ეკონომიკურ დანაშაულში, მათ შორის, კონტრაბანდის, გადასახადებისგან თავის არიდებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციის მუხლებით.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს.

დასკვნით სიტყვაში ფაჰროზადემ განაცხადა, რომ ვერდიქტი არის არა მოსამართლეების გადაწყვეტილება, არამედ მათი, ვინც მისი დაკავების განკარგულება გასცა.

„ისინი თუ მოისურვებენ, შეუძლიათ, სამუდამო პატიმრობა მოგვისაჯონ ან სულაც სისხლის სამართლის კოდექსი შეცვალონ, აღადგინონ სიკვდილით დასჯა და გაგვაგზავნონ სიკვდილით დასასჯელად. ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არ არის დაცული, სასამართლო პროცესები არაფერია, გარდა ავტორიტარული მთავრობების ყალბი ღიმილისა“, – განაცხადა მეჰრალიზადემ.

ფარიდ მეჰრალიზადეს განაჩენი დაგმეს უფლებადამცველმა ჯგუფებმა, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და მის საქმეს „მართლმსაჯულების პაროდია“ უწოდა.

„RSF ითხოვს მის და Abzas Media-ის ჟურნალისტების დაუყოვნებლივ, უპირობო გათავისუფლებას, მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, აზერბაიჯანს პასუხი აგებინონ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის“, -ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ენ ბოკანდეს განცხადებაში.

მეჰრალიზადე 2024 წლის 30 მაისს დააკავეს. 2024 წლის პირველ ივნისს ბაქოს სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის მიზნით შეთქმულებისთვის“.

banner
წინა სტატიაშილუაზო: პუტინი, სადაც კი შეუძლია, წინ წევს თავის პაიკებს – ეს ხდება საქართველოშიც
შემდეგი სტატიასიბიგა: სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დაადგამს, მას თან მხოლოდ სიკვდილი, ნგრევა და განადგურება მოაქვს – პუტინმა უკვე მოკლა მილიონი რუსი ჯარისკაცი უაზრო სისხლისღვრაში, ყოველგვარი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე