აზერბაიჯანში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი დაიკარგა

ახლობლების ინფორმაციით, აზერბაიჯანში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

როგორც ასადოვის ახლობლები აცხადებენ, 7 ნოემბერს ასადოვი ბაქოში მეუღლესთან და შვილთან მიდიოდა, რა დროსაც ის აზერბაიჯანის პოლიციამ გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

ახლობლების ინფორმაციით, ასადოვთან ერთად მისი მძღოლიც იმყოფებოდა, რომელსაც ტერიტორიის დატოვება სთხოვეს და განუმარტეს, რომ ასადოვს ბაქოში თავად ჩაიყვანდნენ. მძღოლისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზი არ განუმარტავთ.

ახლობლების ინფორმაციით, ამის შემდეგ ასადოვის კვალი იკარგება და მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ დადგინდეს ასადოვის ადგილსამყოფელი.

banner
წინა სტატიაშიშეშის ვაუჩერი პოლიტიკური ნიშნით – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში ვაუჩერები მხოლოდ “ოცნების” მხარდამჭერებს გადასცეს
შემდეგი სტატია,,საჭიროა რაგბის გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში”