აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების შესახებ რეფერენდუმი ტარდება

დღეს აზერბაიჯანში ქვეყანაში კონსტიტუციური დამატებებისა და ცვლილებების შეტანაზე რეფერენდუმი ტარდება. წინადადება ქვეყნის პრეზიდენტს ილჰალმ ალიევს ეკუთვნის და ქვეყნის ძირითადი კანონის 29 მუხლში გულისხმობს ცვლილებებს. მათ შორის, საუბარია პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე. საერთო ჯამში, ამომრჩევლები 29 პუნქტს უყრიან კენჭს.
საპრეზიდენტო მმართველობის ვადა, მოქმედი კონსტიტუციით 5 წელით არის განსაზღვრული, რომლის 7 წლამდე გაზრდა სურს ილჰალმ ალიევს. ცვლილება, ასევე შეეხება მუხლს, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი მინიმუმ 35 წლის უნდა იყოს.
აზერბაიჯანული ოპოზიცია თვლის, რომ შეთავზებული წინადადებები ავტორიტარული ხასიათის რეჟიმს გააძლიერებს და ხალხს რეფერენდუმის ბოიკოტისაკენ მოუწოდებენ.
რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი, მასში ამომრჩევლების 25% მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიავაკოვმა უკრაინელებისგან პოლიციელებისადმი სრული დამორჩილება მოითხოვა
შემდეგი სტატიაივანიშვილი: რუსთავი 2-მა ნახა, რომ შევიცანი და აღარ მოდის ჩემთან შეკითხვებით