აზერბაიჯანში სამხრეთის გაზის დერეფანი ჩაუშვეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰალმ ალიევმა 29 მაისს პროექტი სამხრეთის გაზის დერეფნი ჩაუშვა, რომელის მიზანია აზერბაიჯანული გაზით ევროპის მომარაგებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება. დაწყების ცერემონია სანგაჩალის ტერმინალში შედგა. ამოტუმბეს პირველი გაზიც.
დერეფანი ითვალისწინებს მილსადენი ინფრასტრუქტურის მომზადებას ევროპისთვის თურქეთის გავლით. პროექტის ღირებულებაა 40 მილიარდი დოლარი.

სამხრეთის გაზის დერეფნის ძირითადი კომპონენტია პროექტი “შახ-დენიზი”, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის მშენებლობა მაგისტრალზე ბაქო-საქართველო-თურქეთის საზღვარი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენი თურქეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი საბერძნეთი-ალბანეთი-ადრიატიკის ზღვა-იტალიაში.
ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მოწოდება 2020 წლისთვის დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიკოვეს და ბიბილოვის კომენტარი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე – საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია