აზერბაიჯანში ,,კავკასიური ჯამაათის,, წევრთა ლიკვიდაცია მოახდა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ტეორისტული დაჯგუფება ,,კავკასიური ჯამაათის,, წევრების გაუვნებელყოფა და დაგეგმილი ტერაქტების თავიდან აცილება მოახდინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა 26-27 ოქტომბერს განახორციელა სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც აზერბაიჯანში მოქმედი და ქვეყნის გარედან ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართული უკანონო ტერორისტული ფორმირების წევრთა გამოვლენა დაკავება გახლდათ. სპეცსამსახურების ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეები, საზღვარგარეთ მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება ,,კავკასიური ჯამაათის,, წევრები: ფ. რუსტამოვი, ა. გულიები, ა. გულმამედოვი, ქვეყანაში ტერაქტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი.
როგორც აზერბაიჯანის უშიშროება აცხადებს, რუსტამოვი და გულიევი სპეცსამსახურის წევრებისთვის დაკავების მომენტში შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს მოკლეს. ხოლო გულმამედოვი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: პარლამენტს არ ჭირდება ბაჭიები და კურდღლები
შემდეგი სტატიასარფის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლა აღდგა