10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

აზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.

საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანის ტერორისტულ რეჟიმს ვანადგურებთ
შემდეგი სტატიათეთრი სახლის პრესსპიკერი: აშშ ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს სავარაუდოდ 4-6 კვირაში მიაღწევს