15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

აზერბაიჯანსა და სომხეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული 250 მლნ ევროს ტენდერები გაუქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობისთვის ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერები გააუქმა.

ამასთანავე, გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმებულია აღნიშნული გზების მშენებლობის ზედამხედველობის შესყიდვაც.

დოკუმენტებში დეპარტამენტი უთითებს, რომ ტენდერების გაუქმების მიზეზი შესყიდვებში დაბალი კონკურენცია გახდა.

ინფორმაციისთვის, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი დაყოფილია 4-ლოტად. პროექტი ითვალისწინებდა ჯამში 61.3 კმ, 4-ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას. ამასთანავე, დაგეგმილი იყო ჯამში 26 ხიდისა და 11 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

ჯერ კიდევ 2024 წელს გზების დეპარტამენტი აცხადებდა, რომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა 2025 წელს და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდებოდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 250 მლნ ევროს ოდენობის სესხი

banner
წინა სტატიაშიკშიშტოფ ბრეიზა: ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველ პატრიოტებს და ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე
შემდეგი სტატიაკეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში