6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

აზერბაიჯანს უსაფრთხოების მიზნით ირანიდან დიპლომატები გაჰყავს

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება დმანისში მომხდარ ფაქტზე

აზერბაიჯანს უსაფრთხოების მიზნით ირანიდან საკუთარი დიპლომატები გაჰყავს,_ ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

„პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, გაიცა მითითებები თეირანში ჩვენი საელჩოდან და თავრიზში გენერალური საკონსულოდან ევაკუაციის შესახებ და ეს მითითებები უკვე სრულდება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ხალხის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ“, – აღნიშნა ბაირამოვმა.

შეგახსენებთ, 5 მარტს ბაქომ განაცხადა, რომ ოთხმა ირანულმა დრონმა გადაკვეთა მისი საზღვარი და ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საპასუხო ზომებით დაიმუქრა, თუმცა ირანმა განაცხადა, რომ დრონები მას არ გაუშვია.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თვითმფრინავები სამხრეთ ლიბანის თავზე სათვალთვალო ფრენებს ახორციელებენ
შემდეგი სტატიაშსს-ს სტატისტიკა: 2025 წელს საქართველოში მომხდარ 5969 ავარიას 469 ადამიანი ემსხვერპლა