კახა კალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანს საჭირო გაზის მოწოდება ტექნიკურად არ შეუძლია

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

კახა კალაძის მტკიცებით, აზერბაიჯანს საჭირო გაზის მოწოდება ტექნიკურად არ შეუძლია. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო გამოსავალს გაზსაცავის აშენებით მიიღებს.

„აზერბაიჯანს შეიძლება, ჰქონდეს საკმარისი გაზი, მაგრამ ვერ განახორციელებს, არ შეუძლია, რადგან ის მილსადენი, საიდანაც ვიღებთ ჩვენ გაზს, იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ ატარებს, რამდენსაც ვიღებთ დღეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებითვე, 2012 წლის შემდეგ ბუნებრივი აირის მოხმარება 35%-ით არის გაზრდილი. მინისტრმა განაცხადა, რომ გაზის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი წინაპირობა ახალი გაზგასამართი სადგურები და მიმდინარე გაზიფიცირების პროგრამაა.

“წლების განმავლობაში როცა დეფიციტი იყო, ვახერხებდით დამატებითი მოცულობების შესყიდვას. ამის სტატისტიკა შემიძლია, მოგაწოდოთ. 2012 წელთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი გაზის მოხმარება. ეს გამოიწვია გაზიფიცირების სამუშაოებმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და კიდევ ახალი გაზგასამართი სადგურები,” – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში“ეს საფრთხე რეალურია”- კალაძემ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ” – გაზპრომთან შეხვედრა ხვალ ავსტრიაში გაიმართება