(video) აზერბაიჯანი და სომხეთი მზად არიან მშვიდობიანად მოაგვარონ მთიანი ყარაბაღის საკითხი

აზერბაიჯანი და სომხეთი მზად არიან მშვიდობიანად მოაგვარონ მთიანი ყარაბაღის საკითხი

safranget1მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებმა. შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ, ვენაში საღამოს 16 მაისს გაიმართა. ილჰამ ალიევის, სერჟ სარგსიანის, მინსკის ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა.
შეხვედრაზე, კერძოდ, განიხილეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და სიტუაციის გამწვავება, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარი წლის აპრილის დასაწყისში. მისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს 1994 და 1995 წლებში დაზავების თაობაზე მიღწეული შეთანხმების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე.
მიღწეულია შეთანხმება დაიწყოს მუშაობა მონიტორინგის ჩატარების და ინციდენტების გამოძიების მექანიზმის შექმნის თაობაზე. გარდა ამისა, შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი აღდგეს სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

 

banner
წინა სტატიაში,,ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა , სავარაუდოდ არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს