20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

აზერბაიჯანმა უკრაინას რკინიგზისა და ენერგოსისტემის აღსადგენად 40 ტონა ტექნიკური აღჭურვილობა გაუგზავნა

აზერბაიჯანმა უკრაინას რკინიგზისა და ენერგოსისტემის აღსადგენად 40 ტონა ტექნიკური აღჭურვილობა გაუგზავნა,_ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს:

“უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ჰაბის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა მიეწოდა რეგიონულ რკინიგზის ფილიალს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინელი რკინიგზელების მუშაობის გაძლიერებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას. აღჭურვილობა ჰაბიდან უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თითქმის ყოველდღიურად იგზავნება. ეს ეხმარება როგორც ენერგეტიკულ სექტორს, ისე სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, განაგრძონ ფუნქციონირება რუსული თავდასხმების მუდმივი საფრთხის პირობებში. მადლობა აზერბაიჯანსა და STP Global Cable-ს უკრაინის გვერდში დგომისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის”,_ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა –  ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის