აზერბაიჯანმა სოსო პავლიაშვილი ,,შავი სიიდან,, ამოიღო

14642835_655887937904730_275570826_nრუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, როგორც აღმოჩნდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 წლის მანძილზე ,,პერსონა ნონ გრატად,, განიხილებოდა.
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, 2004 წელს პავლიაშვილმა სომხების მიერ ოკუპირებული მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანულ მხარესთან შეუთანხმებლად მოინახულა, სადაც სომხების მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა, რის გამოც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი მომღერალი ,,შავ სიაში,, შეიყვანა და მას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
სოსო პავლიაშვილთან ერთად, როგორც გაირკვა – აზერბაიჯანულ ,,შავ სიაში,, კიდევ ერთი მომღერალი ყოფილა… ტიმურ ტემიროვი… რომელიც 2010 წელს ანტიზარბაიჯანული შინაარსის სომხური სიმღერის გამო მოხვდა სანქციის ქვეშ… ამიტომ, როგორც აზერბაიჯანული მედია აცხადებს, ორივე მომღერალმა ერთდროულად მიმართა აზერბაიჯანის საგარეო უწყებას წერილით, სადაც აზერბაიჯანული კულტურისა და ისტორიის მიმართ სიყვარულის ახსნასთან ერთად, შავი სიიდან ამოღებისა და ბაქოში კონცერტზე სიმღერის ნებართვაც იყო ნათხოვნი.
როგორც აზერბაიჯანული წყარო იუწყება, მათმა საგარეო უწყებამ პავლიაშვილისა და ტემიროვის თხოვნა დააკმაყოფილა… მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აზერბაიჯანში ჩასვლა… თუმცა ამ ფატმა საკმაოდ გააღეზიანა აზერბაიჯანული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელთაც არ სჯერა ამ მომღერლების გულწრფელობის და ამას არც მედიაში და არც სოციალურ ქსელში მალავენ.
პირადად პავლიაშვილი კი… ბაქოელებს სიყვარულის ახსნას ბაქოშივე ჰპირდება… სადაც შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე სოლო კონცერტის ჩატარებას აპირებს, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება და შემოსული თანხა ავადმყოფ ბავშვებს მოხმარდებათ.
სააგენტო ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაშიDaily Signal: „მოსკოვი სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური სიტუაციის დაძაბვას შეეცდება“
შემდეგი სტატიაპუტინმა რუსეთის სტრატეგიული ამოცანა დაასახელა