აზერბაიჯანმა საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის ბრძანებით ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები და საშუალებები მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს აღნიშნული ქმედება სწავლების ფარგლებში განხორციელდა.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახური იტყობინება შემოწმდა საბრძოლო მზადყოფნა, პირადი შემადგენლობის პრაქტიკული უნარ ჩვევები, საბრძოლო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები.

საბრძოლო ამოცანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების მიერ , საზენიტო-სარაკეტო სისტემის «Oca» 9A33BM-3-ის გამოყენებით განხორციელდა.

თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ძალების საბრძოლო მომზადებას უმაღლესი შეფასება მისცა.

banner
წინა სტატიაშიგელა მთივლიშვილი სუს-ის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიათბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრი და სუპერმარკეტი გაიხსნა