აზერბაიჯანმა ექვსი სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ “”სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის” მიერ საზღვარზე იუნახი აირის დასახლებულ პუნქტში გადასვლის შესახებ განაცხადა. შემთხვევა 27 მაისს დილით ადრე მოხდა. სომეხი ჯარისკაცები “გზების დანაღმვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, რომელიც აზერბაიჯანის არმიისკენ მიდის” – ბაქოში თავდაცვის უწყება იტყობინება. განცხადების თანახმად, ექვსი სომეხი სამხედრო პირი ტყვედ აიყვანეს. ამავე დროს, საზღვრის გადაკვეთის მცდელობა ორ ჯგუფს ჰქონდა, ერთი იყო 15 კაციანი, მეორე – 9. ერთი ჯგუფიდან ოთხი სამხედრო აიყვანეს ტყვედ, მათ შორის ოფიცერი, მეორედან კი – ორი. “დანარჩენი დივერსანტები სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ” – განცხადებაშია ნათქვამი – წერს “დოიჩე ველე”.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვართან 27 მაისს დილით მობილიზებული იყო სომხეთის თავდაცვის ძალების რამდენიმე ერთეული საომარი ტექნიკა, მათ შორის, ტანკები.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ექვსი პირის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია და უარყო რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. სამხედრო პირები გეგარკუნიკსის სასაზღვრო ზოლთან საკუთარ ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოს აწარმოებდნენ – ნათქვამია ერევნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. “სამხედრო ტყვეების დასაბრუნებლად ყველა საჭირო პროცედურა მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კახა კუჭავას წინადადება ჩვენთვის მისაღებია
შემდეგი სტატიანიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო