13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 მარტს, ქართული მხარის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე.

სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“, – აღნიშნავს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

banner
წინა სტატიაშითელავში, ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარალიმპიადის გახსნის ცერემონიას პროტესტის ნიშნად ბოიკოტს 11 ქვეყანა უცხადებს