აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტერტერზე სომხეთის მხრიდან შეტევა ხორციელდება. ინფორმაციას „ტრენდი“ ავრცელებს.

სამინისტროს თქმით, ეს სომხეთისთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ აზერბაიჯანი შესაბამისი საპასუხო ზომების მიღებისთვის მზად არის.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის 13 არტილერისტი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუპოვი აცხადებს, რომ სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტისას მას „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა