აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო-ნადგურდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფრონტისპირა, სიღრმისეული და საცეცხლე პოზიციები

ზომების ფარგლებში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ნადგურდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფრონტისპირა, სიღრმისეული და საცეცხლე პოზიციები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანარ ეივაზოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზომების შესახებ ინფორმირებულია თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.

„მიღებული ზომების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურობა და თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ანარ ეივაზოვმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთში რუსეთის საელჩოს შენობიდან გამოსასვლელები ბლოკირებულია (ვიდეო)
შემდეგი სტატიასებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა – სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება