აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან დაპირისპირება მოხდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, მოქალაქემ მესაზღვრე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირების მიზეზად მესაზღვრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სახელდება.

მესაზღვრე-პოლიციელმა სასაზღვრო ზოლთან, იქ, სადაც გადაადგილება მხოლოდ საშვითაა დაშვებული, მოსამართლე თორნიკე კუსიანს გადაადგილების გასაგრძელებლად საშვის წარდგენა მოსთხოვა, რა დროსაც კუსიანმა მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ, ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა.

კუსიანი ამ დროისთვის დაკავებულია და ლაგოდეხის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს სამუდამოდ
შემდეგი სტატიამეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა