21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: შავ ზღვაში, გემ TEDY-ზე დრონის იერიშს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონით იერიშის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

უწყების ცნობით, დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეები უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მგზავრობისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ასევე, მსგავს ზონებში მუშაობისგან და ისეთ გემებზე მუშაობისგან, რომლებიც მსგავს მარშრუტებზე გადაადგილებისგან“, – აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განმარტებით, თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს პრემიერ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან
შემდეგი სტატიასაია: თორნიკე რაზმაძის მიმართ “ფეისბუქ” კომენტარის გამო საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია