15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

აზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების შეფასებით, საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია…

სწორედ ამიტომ გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ მიდგომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს…

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, — ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: კობახიძის გამოსვლამ გაეროში ძალიან ნათელი გახადა, რომ საქართველო ჩახსნილია ევროპული დღის წესრიგიდან
შემდეგი სტატიაბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა