აზერბაიჯანის საბაჟო სამსახური ავრცელებს კადრებს, თუ როგორ გადაკვეთა კორონავირუსით დაავადებულმა საქართველოს მოქალაქემ ირან-აზერბაიჯანის საზღვარი

აზერბაიჯანის საბაჟო სამსახური ავრცელებს კადრებს, თუ როგორ გადაკვეთა კორონავირუსით დაავადებულმა საქართველოს მოქალაქემ ირან-აზერბაიჯანის საზღვარი. სათვალთვალო ვიდეოკმერით გადაღებულ მასალაში ჩანს, როგორ უზომავენ საქართველოს მოქალაქეს და მის თანმხლებ კიდევ ერთ პირს ტემპერატურას. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქალაქ ასტარის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას არც ერთ მაგთანს ტემპერატურა არ ჰქონია. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 50 წლამდე მამაკაცს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გამოუვლინდა.

 

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას სცემეს
შემდეგი სტატიაიტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა