აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. შეგახსენებთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ არც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური სალომე ზურაბიშვილი, არც ოპოზიცია და მოქალაქეები, რომლებიც თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციას აწყობენ.

მილოცვაში ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულად ემყარება მეგობრობასა და კეთილმეზობლობას, რაც წინასწარ განსაზღვრავს ორი ხალხის ერთმანეთის მხარდაჭერას.

ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით განვითარდება ურთიერთპატივისცემისა და ნდობის პრინციპების წყალობით. მან ასევე აღნიშნა „ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციისთვის“.

მან ყაველაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატებები უსურვა „ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია-მსვლელობა
შემდეგი სტატია“ოცნებამ” უკანონოდ მოიწვია პარლამენტი… ანუ არჩევნები არ არის ლეგიტიმური”-თორნტონი