14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და იტალია სტრატეგიული პარტნიორები არიან.

„დღეს აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების ღრმა შინაარსს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ჯორჯია მელონიმ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა გამოთქვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მაღალ დონეს მიაღწევს“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა ჯორჯია მელონის სამუშაო სადილზე უმასპინძლა

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან