აზერბაიჯანის ოპოზიცია ხელს ოფიციალურ თბილისის ადებს

აზერბაიჯანულმა ოპოზიციამ მუხტარლის საქმე ნადეჟდა სავჩენკოს გატაცებას შეადარა და პასუხისმგებლობა ოფიციალურ თბილისს დააკისრა.

პოლიტიპატიმართა უფლებათა დაცვის საზოგადოებამ ბაქოში 31 მაისს საზოგადოებრივი მოსმენა გამართა თბილისიდან გატაცებულ აფგან მუხტარლის საკითხზე, სადაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანული ოპოზიციის ციხის გარეთ მყოფმა ყველა ლიდერმა.

შეკრებაზე მყოფმა ოპოზიციური პარტია ,,მუსავატის,, ლიდერმა არიფ გაჯილიმ, მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა და ამ ჯგუფს პისი პარტიის ოფისი დაუთმო.

დამოუკიდებელი აზერბაიჯანული საინფორმაციო საგენტო ,,ტურანის,, დირექტორის – მეხმან ალიევის განცხადებით, მუხტარლის ბედი არა ბაქოში, არამედ თბილისში წყდება.

,,მომხდარმა იქ დიდი სკანდალი გამოიწვია და უნდა დავსვათ საკითხი ოფიციალური თბილისის პასუხისმგებლობაზე. ქართულისაზოგადოება აქტიურ პროტესტს აცხადებს მომხდართან დაკავშირებით და მუხტარის საქმეს სუვერენიტეტის დარღვევად განიხილავს,, განაცხადა მეხმან ალიევმა.

ადვოკატ ფაუდ აგაევის განცხადებით, მუხტარილს წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები, მიზნად ისახავს მის სხეულზე არსებული ტრამვების გამართლებას… ,,მუხტარლის საქმე – ეს არის რუსი სეპარატისტების მიერ სავჩენკოს გატაცების ანალოგია… ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებლობა ქართულ სპეცსამსახურებს ეკისრებათ. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოუწევს ჩაატაროს გამოძიება და მოძებნოს გატაცების ყველა მონაწილე და თანამონაწილე,,  განაცხადა ადვოკატმა.

დებატებში თბილისიდან სკაიპით ჩაერთო დაკავებული მუხტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა, რომელმაც აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს განუცხადა, რომ სინამდვილეში ქართველი სამართალდამცავები არ იძიებენ მისი მეუღლის საქმეს… ,,ქართველი სამართალდამცავები თავს გვაჩვენებენ რომ იძიებენ… სინამდვილეში კი არანაირი ძიება არ მიმდინარეობს,, განაცხადა მუხტარლის მეუღლემ.

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერმა ალი კერიმლიმ, თბილისში მყოფ თანამემამულეთა მიმართ ტალღის აგორებაში პრეზიდენტ ალიევის მეუღლე და ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი მეხრიბან ალიევა დაასახელა და ამასთანავე ქართულ საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა…

,,ახლა ქართულმა საზოგადოებამ  უნდა აღიაროს, რომ მათი სუვერენიტეტი და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი დაირღვა და შესაბამისი შეფასება მისცეს ბაქოს მოქმედებებსაც,, განაცხადა სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ.

სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: საქართველო დიდხანს არ დარჩება თქვენს ჭაობში და პასუხს აგებ, ბიძინე ვეღარ გიშველის!
შემდეგი სტატია“აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – ადვოკატი სტრასბურგში სარჩელს შეიტანს