“აზერბაიჯანის მოვლენები საქართველოზე მინიმალურად აისახება”

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენები სავალუტო კურსთან დაკავშირებით, საქართველოზე მინიმალურად აისახება.

ქუმსიშვილის თქმით, საქართველო აქტიურად აკვირდება აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს.

“ძალიან აქტიურად ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც აზერბაიჯანში მიმდინარეობს. ჩვენს ქვეყანას აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომლის გამოც ის შიდა თუ გარე შოკები უკვე დიდი ხანია ასახულია ჩვენს კურსში. რაც შეეხება აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაზე ამ მოვლენების გადმოცემას, სავარაუდოდ იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს მინიმალური იქნება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინა ხატისკაცის თქმით, გადაწყვეტილი არ არის რა მიმართულებით იმუშავებს ლილუაშვილი
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს