აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დავით გარეჯში იმ პუნქტების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც დაკეტილი იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაამყარა კომუნიკაცია აზრბაიჯანის ხელისუფლებასთან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„სიტუაცია ამ დროისთვის მიგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას რომელიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო. მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან უფრო ინტენსიურად წარმართული იყოს” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მესაზღვრეები ტერიტორიაზე არც ბერებს და არც მომლოცველებს ოთხი დღეა არ უშვებენ.

დღეს დილით კი „კურიერმა“ გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, როგორ თხრიან აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. მათ ბილიკი ამოჰყავთ, რათა აზერბაიჯანის მხრიდან აღდგომის ტაძარს მიუდგნენ. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიმურთაზ ზოდელავა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილეს და იუსტიციის სახლის მაღალჩინოსნებს წინასაარჩევნო მაქინაციებში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასააღდგომოდ თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ