აზერბაიჯანის გავლით გადაზიდული რუსული ნავთობი ბათუმის პორტში გაიჭედა – haqqin.az

აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az -ის ინფორმაციით, რომელსაც ის ქართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, „ლუკოილის“ მიერ კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობი, რომელიც შემდეგ რკინიგზით აზერბაიჯანიდან საქართველოში, კონკრეტულად ბათუმის პორტში გადაიზიდა, პრაქტიკულად იქვე გაიჭედა. საუბარია დაახლოებით 1000 ტონა ნავთობზე.

როგორც გაირკვა, ყაზახურმა კომპანიამ, რომელიც ტრანსპორტირებას ახორციელებდა, საერთაშორისო სანქციების გამო უარი თქვა ლუკოილთან თანამშრომლობაზე. შედეგად, ბათუმის პორტთან ახლოს მდებარე რკინიგზის სადგურზე ნავთობის ავზების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგროვდა.

Bloomberg-ის ცნობით, ბოლო დღეებში მკვეთრად შემცირდა რუსული ნავთობის მიწოდება ზღვით. ინტერნეტ წყაროების მიხედვით, რომლებიც აკონტროლებენ გემების მოძრაობას, 8-დან 15 აპრილამდე, ეს მაჩვენებელი 25%-ით დაეცა.

banner
წინა სტატიაშიმომავალ კვირას კონგრესს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა უნდა გავუგზავნო, რათა მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღი და საბრძოლო მასალა შეუფერხებლად მიედინებოდეს – ბაიდენი
შემდეგი სტატიაქართველები იღებენ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას, ეს არის მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით – სენატორი ბობ კეისი