აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა შვეიცარიაში

შვეიცარიაში ერთმანეთს სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდნენ. სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით გაიმართა.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯეიმს უორლიკის ინფორმაციით, შეხვედრა ერთ საათზე მეტს გაგრძელდა. სხვა დეტალები უცნობია.

მოგვიანებით, სერჟ სარგსიანსა და ილჰამ ალიევს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ედვარდ ნალბანდიანი და ელმარ მამედიაროვი, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშისამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად 3 773 218 ლარი დაიხარჯა
შემდეგი სტატია„ქართველები, ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობას, მალე თავისუფლად შეძლებენ”