აზერბაიჯანის ციხეებში პატიმრებს სასტიკად ცემენ

აზერბაიჯანის ციხეებში პატიმრებს სასტიკად ცემენ

აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ციხეებში პატიმრების სასტიკად ცემის და წამების ფაქტებზე წერს. 12 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცემის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა, ორიც საავადმყოფოში მოათავსეს ჯანმრთელობის უკიდურესი მდგომარეობის გამო.

AzNews.az-ი წერს, რომ სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში, მომხდარი ინციდენტის გამო, თითქმის საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი, სპეცრაზმმა პატიმრების უმეტესობა სასტიკად ცემა.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, დაწესებულებაში ხელმძღვანელი პირები, ფაქტობრივად კონტროლს ვერ ამყარებდნენ ციხეში, ინფორმაციამ ამის შესახებ პენიტენციალურ სამსახურებამდეც მიაწყია, რომელმაც ადგილზე სპეცრაზმის გაგზავნა გადაწყვიტა.

AzNews.az-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს და ცდილობს შემთხევვა დამალოს.
უცნობია რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიის დასკვნა რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება
შემდეგი სტატიაიაონ პავლე II ქმრიან ქალთან მეგობრობდა