აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა

დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ ტერიტორიაზე, სადაც მომლოცველები უნდა გადაადგილებულიყვნენ- განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თემურ კუპატაძემ დავით გარეჯში

„დილიდან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრები ერთობლივად ვახორციელებთ მონიტორინგს ამ პერიმეტრზე. დილიდან ასევე გვქონდა შეხვედრა მამა კირიონთან და სასულიერო პირებთან. მათთან ერთად დავგეგმეთ მარშრუტები, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყო აქ მოსული მომლოცველები, რათა მათი გადაადგილება ყოფილიყო მაქსიმალურად უსაფრთხო. ასევე ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არავინ, აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, იქითა მხრიდან არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას. მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: ფრანგი კიკიმარა დაადუმეთ
შემდეგი სტატიადავით გარეჯში აქცია დასრულებულია