აზერბაიჯანი სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს – ბაირამოვი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტრო წერს, მხარეებმა საუბრისას რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედია განიხილეს.

აზერბაიჯანელმა მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ხალხს.

ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას და მზადაა მას გაუწიოს ნებისმიერი სახის დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი: „მობილიზებული ეკიპაჟები სამედიცინო მომსახურებას უწევენ როგორც სტიქიის ზონიდან გამოყვანილ ადამიანებს, ისე – დაკარგულთა ოჯახის წევრებს“
შემდეგი სტატიასტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 6 ცხედარი გადმოასვენეს