“აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის”

SOCAR-მა რუსეთიდან შესასყიდი გაზის მოცულობა შეათანხმა. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი ყოველწლიურად, რუსული „გაზპრომისგან“ 3 მლრდ კუბ.მ გაზის შესყიდვას გეგმავს.
ამის შესახებ სოკარის ხელმძღვანელმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
” – ჩვენ წარვადგინეთ უკვე წინადადება. ჩვენ გვჭირდება გაზის ინექცია “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოდან ნავთობის სტაბილური მოპოვებისთვის და ასევე, ვგეგმავთ ჩვენს გაზსაცავში დამატებითი მოცულობის შენახვას, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის”, – განაცხადა აბდულაევმა.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანთანაც, სეზონურ მოწოდებაზე.
აბდულაევის განცხადებით, გაზის იმპორტის საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ დღეს აზერბაიჯანში გაზის თითქმის მეოთხედი იწარმოება “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოზე, ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში გაზის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა.
რაც შეეხება #შაჰ_დენიზის საბადოს, აღნიშნულ საბადოზე წარმოებული გაზი უკვე დაკონტრაქტებულია საქართველოსთვის და თურქეთისთვის.
სოკარის ხელმძღვანელმა თბოსადგურების გაზის მოხმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ელექტროსადგურებს შეუძლია საწვავად, როგორც გაზის ასევე მაზუთის გამოყენება. ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე მაზუთის ფასები შემცირების გამო, უფრო მომგებიანი გახდა ელექტროსადგურების მუშაობის გადაყვანა მაზუთზე.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4175 ლარი იქნება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: „ამიტომაცაა ინგა გრიგილია წარმატებული და ამიტომაც მიყვარს!“