აზერბაიჯანი ყიდულობს შეიარაღებას

ajerbaijabiiiაზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს სამხრეთ კორეისგან შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შესყიდვას, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარის ფარგლებში, წერს გამომცემლობა Hankook Ilbo. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა, თუმცა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას ჯერ თანხმობა არ მიუცია. ისინი შიშობენ, რომ სამხედრო ტექნიკის მიყიდვით შესაძლებელია დაირღვეს ძალთა ბალანსი რეგიონში.
განაცხადის მიხედვით, აზერბაიჯანს დაგეგმილი აქვს ორი წყალქვეშა გემის, ნაღმოსანი გემის, სატრანსპორტო გემის, სასწავლო თვითმფრინავების T-50 Golden Eagle, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარის K-9, შვეულმფრენების, უპილოტო მფრინავი აპარატების და სხვა შესყიდვა.
ამასთან, როდის იქნება ხელმოწერილი კონტრაქტი ორ ქვეყანას შორის, ჯერ ცნობილი არ არის. ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სამხედრო გამოცდილების გაცვლა ორ ქვეყანას შორის.

banner
წინა სტატიაშითათარსტანი დამოიკიდებლობის მოთხოვნით გამოდის
შემდეგი სტატიაახლ წელს, რუსეთში სადესერტოდ დაიწყებენ პუტინის … ჭამას