15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმდნენ — პროცესი საქართველოს კვეთის წერტილიდან დაიწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანი და სომხეთი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე შეთანხმდნენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამუშაოები წარიმართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პროცესი უშუალოდ იმ წერტილიდან დაიწყება, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრები ერთმანეთს იკვეთება.

„შეთანხმებაა მიმართულებაზე, რომლითაც უნდა გაიმართოს ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაცია. არის შეთანხმება და ურთიერთგაგება, რომ სამუშაო უნდა ჩატარდეს და წარიმართოს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, უფრო რთული ჩრდილოეთ საზღვრიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კვეთიდან დაწყებული“, — განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჩაჩანიძე “ენმ”-ზე: გილაურის ჩართვას თავად ცდილობდნენ, არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და გაღიზიანებაც ამის გამოა
შემდეგი სტატიაკრემლი ოქროს რეზერვებს ყიდის