აზერბაიჯანელმა აქტივისტმა მისი განმეორებითი დაპატიმრების საფრთხის შესახებ განაცხადა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება, აზერბაიჯანის მოქალაქის ავთანდილ მამედოვის გირაოთი განთავისუფლების შესახებ გააპროტესტა. აქტივისტმა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლეს დეპარტამენტს თხოვნით მიმართა, მისი ოჯახი სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ.

ავთანდილ მამედოვი 17 ივნისს თბილისში აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით დააპატიმრეს. მას თაღლითობაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანელი აქტივისტები აცხადებენ, რომ ბრალდების არ სჯერათ და რომ დაკავებისა და ექსტრადაციის შემთხვევაში, მამედოვს სამშობლოს ციხეში წამება ელოდება – “ეხოკავკაზა” წერს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის საელჩო: აქციაზე დაშავებულთა შორის ეთნიკური სომეხია
შემდეგი სტატიადალი ჯონჯუა: ღმერთს გულწრფელი მადლობა, რომ 12 წლით უმცროსს და ერთადერთ ძმას, მუდამ ცოცხალს და ღიმილიანს მჩუქნის!