აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი გაანთავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რაუფ მირკადიროვი ციხიდან გაანთავისუფლეს. მან განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება საფუძველს მოკლებულია. “ჩემი დაპატიმრება ეს აზერბაიჯანის მტრების მიერ გაკეთებული საქმეა” – განაცხადა ჟურნალისტმა განთავისუფლების შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში.
გასული წლის დასასრულს სასამართლომ ჟურნალისტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
სააპალაციო სასამართლომ მას სასჯელი პირობითი 5 წლით შეუცვალა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების შემდეგ, მასალების ქვეყნიდან გასაზიდად, 3 კვირა ჰქონდა”
შემდეგი სტატიათქვენ დამარცხდით “უფროსო, დიდო, ძმა”