აზერბაიჯანელი რეჟისორის იმამ ჰასანოვის დოკუმენტური ფილმი საქართველოში ტურნეს იწყებს

14799019_1228261253864040_997204796_n22 ოქტომბერს, თბილისში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონოფესტივალის “CineDoc Tbilisi“ ფარგლებში რეჟისორ იმამ ჰასანოვის დოკუნეტური ფილმის – „წმინდა ძროხა“ პრემიერა შედგება.
ფილმმა მსოფლიოში საუკეთესო კინოფესტივალებზე იმოგზაურა, მათ შორის, ამსტერდამში IDFA „First Appearance Competition“, ტორონტოში Hot Docs – “World Showcase“ და პრაღაში ფესტივალზე One World.
ფილმის მთავარი გმირი ტაპტიგი ფერმერია, რომელიც ოჯახთან ერთად აზერბაიჯანის ერთ-ერთ მთიან სოფელში ცხოვრობს. მან გადაწყვიტა იყიდოს ევროპული ჯიშის ძროხა, მაგრამ სოფლის ახსაკალებს და ტაპტიგის ოჯახის წევრებს არ სურთ სიახლეების გაგონება.
ყველაფრის მიუხედავად, ტაპრიგი მყარად მიდის თავისი ოცნების აღსრულებისკენ – ყიდულობს ევროპულ ძროხას, რომელსაც მადონას არქმევს .
„წმინდა ძროხა“ მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ცდილობს, დაიცვას ბალანსი ტრადიციასა და სიახლეებს შორის.
ფესტივალის შემდეგ ფილმის ჩვენება თბილისში “კავკასიურ სახლში” გაიმართება, შემდეგ კი – ქვემო ქართლში, კახეთსა და ბათუმში.
საქართველოში ჩამოსვლამდე ფილმმა აზერბაიჯანში იმოგზაურა: საჯარო ჩვენებები გაიმართა ბაქოში, სუმგაიტში, მინგეჩაურსა და განჯაში.

banner
წინა სტატიაში“მიმიფურთხებია და შემირცხვანია როგორც არაკაცი და არარაობა… მოღალატედ და გამყიდველად შეხვალ ისტორიაში”
შემდეგი სტატია(video) იტალიელმა მომღერალმა წითელ მოედანზე პუტინის გამო გაიხადა