აზერბაიჯანელი ბლოგერის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება

აზერბაიჯანსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანია დაიწყო ოპოზიციონერი ბლოგერის მეჰმან ჰუსეინოვის მხარდასაჭერად, რომელიც დაპატიმრებულია. იანვრის დასაწყისიდან ჟურნალისტები და ბლოგერები მას მხარს უჭერენ ჰეშთეგით #FreeMehman. ბაქოში კი ბლოგერის გასანთავისუფლებლად 3 და 7 იანვარს მიტინგი გაიმართა, რომელიც პოლიციამ დაარბია.
ბლოგერის გათავისუფლების მოწოდებას აკეთებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

26 წლის აზერბაიჯანელ ბლოგერს მეჰმან ჰუსეინოვს, რომელიც ცნობილია მთავრობაში კორუფციის თემაზე ვიდეორგოლებით და რომელიც თითქმის ორი წელია ციხეშია, შესაძლებელია, თავისუფლების აღკვეთა გაუგრძელონ – მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც 5-დან 7 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. მეჰმანი პირველი აქტივისტი არ არის, რომელსაც ციხიდან გამოსვლის წინ წლებს უმატებენ.

დაპატიმრებამდე მეჰმან ჰუსეინოვს საკუთარი გვერდი ქონდა “ფეისბუქზე” სახელად Sancaq ( სარჭობელა) რომელსაც ახლა 340 ათასი გამომწერი ყავს. მისი პოსტები სახუმარო, ირონიული სტილით გამოირჩეოდა, ყველაზე პოპულარული კი მისი ვიდეო-რგოლები იყო, რომლელიც კორუფციას ეხებოდა. ახლა გვერდზე აქტიურობას მისი მეგობრები აგრძელებენ.

მეჰმანი 2017 წლის იანვარში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს. მაშინ მას მხოლოდ ჯარიმა გამოუწერეს. მარტში კი ბლოგერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს “ცილისწამებისთვის, რომელიც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხებოდა”.

საერთაშორისო ორგანიზაციები ბლოგერს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. აზერბაიჯანის ხელისუფლების თქმით, მათ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ ყავთ.
ბლოგერი ორი კვირაზე მეტია შიმშილობს.

 

banner
წინა სტატიაშიმედიკამენტ „ტამიფლუს“ ფასის შემცირებაზე მწარმოებელი კომპანიის სათავო ოფისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთს დაკავებული უკრაინელების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს