,,აზერბაიჯანელები ისევ მუშაობენ…რას შვება ამასობაში ჩვენი მთავრობა? “-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში დავით გარეჯთან დაკავშირებით საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.მისი თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელები ისევ ინტენსიურად მუშაობენ.

,,დავით გარეჯი. .
24.05.
აზერბაიჯანელები ისევ მუშაობენ.
ძალიან ინტენსიურად.
ჩვენ კი კვლავ არ გვიშვებენ ჩიჩხიტურზე.არც უდაბნოს მონასტერში.
რას შვება ამასობაში ჩვენი მთავრობა?
ჩუმად არის და გვიმალავს მოლაპარაკებების მიმდინარეობას.
მზად ხართ ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად გამოხვიდეთ?
არ იჩქაროთ, დაფიქრდით და პასუხი საკუთარ თავს გაეცით.
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” აქ ვართ და ვიქნებით მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”-წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, მანამდე ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ აზერბაიჯანული გზის გამყვანი ტქნიკა ჩიჩხიტურისკენ მიიწევდა.

23 მაის ქაცარავა,სოცალურ ქსელში წერდა.

“დავით გარეჯი. 23.05.
ჩემო მეგობრებო!!
ამ წუთას ჩვენმა საპატრულო ჯგუფმა, რომელიც იმყოფება დავიდგარეჯში, მოგვაწოდა ფოტო-ვიდეო მასალა,რომელზეც ასახულია,თუ როგორ მოიწევს აზერბაიჯანული გზის გამყვანი ტექნიკა ჩიჩხიტურისკენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დელიმიტაციის კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, არაფერი გარეჯთან რეალურად გარკვეული არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სამთავრობო კომისია დუმს.
აზერბაიჯანულმა მხარემ კი დაიწყო მუშაობა.
ვერსია#1 – კომისიამ დაასრულა მუშაობა და ჩვენ არ გვეუბნებიან, ისე გადასცეს ტერიტორიები.
ვერსია#2 – კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა და აზერბაიჯანელებმა თვითნებურად დაიწყეს სადემარკაციო სამუშაოები.
ისმის კითხვა-რომელი ვერსია უფრო მოგწონთ?
მე არც ერთი.
სასწრაფოდ ვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხებს.
თქვენ კი, საქართველოს შვილებო, საქართველოს მოქალაქეებო, გეკითხებით-მზად ხართ დათმოთ დავიდგარეჯის ერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი?
მზად ხართ დადგეთ და იბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის?
დრო ძალიან ცოტაა მოსაფიქრებლად.
დილიდან ანტისაოკუპაციო მოძრაობის დანარჩენი წევრები მივდივართ გარეჯში.
თქვენ რას იზამთ?
გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ!
გვახსოვდეს რომ ძალა ერთობაშია!
გვახსოვდეს რომ ბრძლას ყოველთვის აქვს აზრი!”-წერდა დავით ქაცარავა

banner
წინა სტატიაში,,სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ