აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გადაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტრის მთელი პერიმეტრი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 20:11

აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გადაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტრის მთელი პერიმეტრი

აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გადაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტრის მთელი პერიმეტრი, არ უშვებენ მომლოცველებს, ტურისტებს და სასულიერო პირებს, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა.

როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, უდაბნოს ტერიტორიაზე ქართველი მესაზღვრეებიც კი ვერ ადიან, რადგან აკრძალული აქვთ.

„ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობაც გაზრდილია, მაგრამ დგანან ქედის გადმოღმა მხარეზე, ზედ ქედზე ვერ დგებიან, უდაბნოს მონასტერში ვერ შედიან, მთელი თხემი და მონასტერი უკავიათ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს. მე ვამბობ, რომ ეს არის ტიპური, ტერიტორიის კლასიკური ოკუპაცია. სანამ მოლაპარაკებები მიდის, მუშა პროცესია კომისიის, უფლება არ ჰქონდა აზერბაიჯანს, დე ფაქტო მდგომარეობა შეეცვალა, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. დღეს ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, რომ აღდგეს სტატუს კვო, როგორც იყო 2019 წლამდე, რომ ხდებოდა დაუბრკოლებელი ასვლა ტურისტის, მომლოცველის, სასულიერო პირები, ისევე აღდგეს ეს მდგომარეობა. შემდგომ, თუ კომისიების მუშაობა დაადგენს, რომ მონასტერი უდაბნო ექცევა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში, კი ბატონო, მერე შეუძლიათ, დადგნენ. მაგრამ ისე, რომ ჯერ არაფერი მოგვარებულა, არ დამტკიცებულა, არ განხილულა და აზერბაიჯანს ამოჰყავს ამხელა საჯარისო ფორმირებები, იკავებენ მთელს პერიმეტრს და აღარავის უშვებენ, ეს არის კლასიკური ოკუპაცია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 30, 2019 20:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics