აზებაიჯანმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

სკამაზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ გასანოვმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და არმიას მოუწოდა, მოემზადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოწინააღმდეგის ძალებზე გამანადგურებელი იერიშის მისატანად.

თავდაცვის მინისტრის ბრძანება ეხება როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, ასევე სარაკეტო-საარტილერიო ძალებს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, “მინისტრმა ბრძანება გასცა, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყონ დარტყმა ხანკენდზე და ოკუპირებული ტერიტორიის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის არტილერიის და მძიმე საბრძოლო საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ უმოკლეს ხანში სომხური მხარე არ შეწყვიტავს ჩვენი დასახლებული პუნქტების დაბომბვას”.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თავიანთ რიგებში მრავალრიცხოვანი დანაკარგის გამო სომხური მხარე მიმართავს შურისძიებას მშვიდობიან მოსახლეობაზე და ცეცხლს უშენს აზერბაიჯანელებით დასახლებულ საცხოვრებელ პუნქტებს.

“თავისი არაადამიანური საქციელით სომხეთი აიძულებს აზერბაიჯანს, მიიღოს ადეკვატური ზომები. აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სომხეთს, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

www.abkhazia.com

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის განადგურების კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა